საკრებულოში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ”, `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ,” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დადგენილების მისაღებად.
დადგენილების მიღების ვადაა 2010 წლის 6 ოქტომბერი.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 2010 წლის 29 სექტემბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აპარატში მისამართზე: ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ. #1, ოზურგეთის მუნიციპალითეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე2-ე სართული (პასუხისმგებელი პირი პაატა ბურჭულაძე – საკრებულოს აპარატის უფროსი ტელ: 7-55-20)